- Advertisement -

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ანტირუსული სანქციების გამო 8 მილიარდი დოლარი დავკარგეთ

6

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, უნგრეთის ეკონომიკა 8 მილიარდი დოლარით დაზარალდა,-ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, პიტერ სიიარტომ ტელეარხ Россия-24-ის ეთერში განაცხადა.

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, უნგრულმა კომპანიებმა თითქმის 8 მილიარდი დოლარი დაკარგეს, რაც რუსეთში ექსპორტის უუნარობის გამო მოხდა”, – აღნიშნა სიიარტომ.

მან დასძინა, რომ ადრე, რუსეთი უნგრეთის სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზე იყი, მაგრამ სანქციების გამო, მე -12 ადგილზე გადაინაცვლა.

12 სექტემბერს ევროპარლამენტმა უნგრეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომების დაწესების საკითხი განიხილა. ევროპარლამენტში მიაჩნიათ, რომ უნგრეთის ხელისუფლება დემოკრატიულ ინსტიტუტებს ანადგურებს.

თუ ამ ბრალდებებს ევროკავშირის ყველა წევრი ქვყანა მხარს დაუჭერს, ბუდაპეშტს შესაძლოა ხმის უფლება ჩამოერთვას. ეს პროცესი ევროპის მწვანეთა პარტიის წევრის ჯუდიტ სარგენტინის ინიციატივით დაიწყო. მისი თქმით, ბუდაპეშტის ხელისუფლება ზეწოლას ახდენს მედიაზე, ლახავს უმცირესობათა და მიგრანტთა უფლებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლას ახდენს. მისივე შეფასებით, ეს ევროკავშირის ფუნდამენტურ ფასეულობებს არღვევს.

Comments
Loading...