უმსხვილესმა ჰოლანდიურმა ბანკმა, კრიპტოვალუტების შესანახად სერვისი Wallie წარადგინა

9

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ჰოლანდიურმა ბაკმა ABN AMRO, ციფრული ფულის შესანახად სერვისი Wallie წარადგინა. სერვისზე წვდომა უკვე კომპანიის 500 კლიენტს აქვს.

ფინანსურმა კონგლომერატმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მომსახურება სატესტო რეჟიმშია, სამომავლოდ კი, კრიპტოვალუტების შენახვა ინტერფეისში იქნება შესაძლებელი, რომელსაც მომხმარებელი ყოველდღიური საბანკო ოპერაციებისთვის იყენებს.

ახლა ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაცია ვრცელდება კრიპტოვალუტებში ინვესტიციების ჩადების საშიშროების შესახებ. მომხმარებლებს არ შეუძლიათ ბიტკოინის, ან სხვა რაიმე სახის ციფრული ფულის შეძენა ABN AMRO-ის ანგარიშით.

Comments
Loading...