უმაღლესი ხარისხის წინდა ულამაზესი ქართული ორნამენტებით – “მორთული” ქართულ ბაზარზე

62

ნამდვილი ქართული ორნამენტები, რომელსაც დიზაინერი თეა რამიშვილი თავად ხატავს და უმაღლესი ხარისხის წინდები – ქართულ ბაზარზე ქართული ორნამენტებით მორთული კომპანია “მორთული” შემოვიდა.

“ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელია საინტერესო და მნიშვნელოვანი შინაარსის მატარებელი ორნამენტები. „მორთულმა“ ისინი ჩვენს ყოველდღიურობაში გადმოიტანა” – აცხადებს “აიპრესთან” მორთულის“ დამფუძნებელი, დიზაინერი თეა რამიშვილი. 

როგორც თეა ამბობს, კომპანიის შექმნის იდეა მას თავად გაუჩნდა საქართველოში მოგზაურობის დროს. მაშინ, როცა საქართველოს სხვადასხვა  კუთხეში დადიოდა.

“მოგზაურობებში აღმოვაჩინე, რა უნიკალურ ორნამენტებს ქმნიდნენ ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში,რომლებიც გვხვდება არა მხოლოდ უძველესს ხელნაწერებში, არამედ  ქსოვილებში, მხატვრობაში, ოქრომჭედლობასა და კერამიკაში.

 

ორნამენტებს ხშირად ვუღებდი სურათებს ან ვაკეთებდი ჩანახატებს და სულ ვფიქრობდი, რატომ ასოცირდება ჩვენი ქვეყანა, ძირითადად, მხოლოდ ხინკალსა და ღვინოსთან, როდესაც ამდენი უნიკალური სხვა ღირებულებაც გვაქვს.

როგორც თეა ამბობს, 40 წლის ასაკში ბანკში წარმატებულ სამსახურს თავი დაანება და სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა:

“40 წლის ასაკში ჩავაბარე თბილისის სამხატვრო აკადემიაში და ბოლომდე ხელოვნების სფეროში გადმოვერთე. გადავწყვიტე, ქართული ორნამენტის მოტივები გადმომეტანა  თანამედროვე დიზაინსა და ყოველდღიურობაში.

ბავშვობიდან ვხატავდი და ერთი წლის წინ დავიწყე გრაფიკული დიზაინისადა ფოტოგრაფიის შესწავლა.დავიწყე ფიქრი ჩემს ბრენდზე. ორნამენტიკით ძალიაბ დავინტერესდი და  ვბრენდის სახელიც აქედან გაჩნდა, სიტყვა „მორთულობა“ „ორნამენტს“ ნიშნავს.

ჩვენი ბრენდის მიზანია, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის უძველესი ისტორია და მისი მდიდარი წარსული.” – ამბობს თეა რამიშვილი.

Comments
Loading...