უკრაინის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რუსეთში იმპორტირებული საქონლის 10%-ს შეეხო

5

2017 წელს, უკრაინიდან რუსეთში იმპორტირებული საქონლის საერთო ღირებულება, რომლის იმპორტიც რუსეთის ხელისუფლებამ 2018 წლის 29 დეკემბრიდან აკრძალა, 468,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც რუსეთში უკრაინიდან იმპორტირებული საქონლის რაოდენობის 9,5%-ს აღემატება.

გავრცელებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის მონაცემების მიხედვით, იგივე საქონლის ღირებულება დაახლოებით 510 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, რუსეთის პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, უკრაინიდან რუსეთში ათეულობით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის ლუდის, ღვინის და გაზის მილების იმპორტირებაც კი აიკრძალა. აღნიშნულ გადაწყვტილებას მედვედევმა უკრაინის მხრიდან რუსეთის წინააღდეგ განხორციელებული სანქციების საპასუხოდ მიღებული ზომები უწოდა.

Comments
Loading...