უკრაინის სახელმწიფო ვალმა, სექტემბრის ბოლოს 82,95 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

3

უკრაინის სახელმწიფო და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულმა ვალმა, სექტემბრის ბოლოს 82,95 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე არის აღნიშნული.

ამ თანხიდან საგარეო ვალმა 48,16 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ანუ 58,06%, ხოლო გარე ვალმა – 34,79 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ 41,94%.

ქვეყნის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სექტემბრის განმავლობაში, სახელმწიფო და სახელმწიფოს მიერ გარანტირებული ვალი გრივნის ექვივალენტში 69,44 მილიარდი გრივნათი შემცირდა, ხოლო აშშ დოლარში – 1,02 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.

აპრილის დასაწყისში, ქვეყნის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ვალი დიდ ტვირთს არ წარმოადგენს. მისი თქმით, 2008-დან 2013 წლამდე, ქვეყნის ვლი არაადეკვატურად დაგროვდა. მან აგრეთვე განაცხადა, რომ 2019 წელს, ქვეყანა ბიუჯეტის მესამედს სახელმწიფო ვალის დაფარვაში დახარჯავდა.

გასული წლის დეკემბერში, უკრაინის ნაციონალური ბანკის ხელმძღვანელი იაკოვ სმოლი აღნიშნავდა, რომ 2019-2020 წლებში, უკრაინამ უნდა გადაიხადოს 12 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ვალი პროცენტებთან ერთად. მისი თქმით, 2020 წლამდე, კიევი ვალების გადახდას გარე დაფინანსებების გარეშე შეძლებს.

Comments
Loading...