უკრაინის პრემიერი: გაზსადენი Nord Stream-2 რუსეთის გეოპოლიტიკური იარაღია

7

გაზსადენ Nord Stream 2-ის პროექტი სახიფათოა ევროპისთვის, რადგან გაზსადენის მშენებლობა ომის ფორმითაა შენიღბული,-ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან გაზსადენს რუსეთის გეოპოლიტიკური იარაღი უწოდა. “Nord Stream-2 ევროპის წინააღმდეგ ომის ფორმითაა შენიღბული. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა იყოს ის დამოკიდებული რუსეთზე ენერგეტიკისა და პოლიტიკური თვალსაზრისით. საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რამდენად სახიფათოა. ამიტომ, აღნიშნულ პროექტს რუსეთის გეოპოლიტიკურ იარაღად მივიჩნევთ”, – განაცხადა უკრაინის პრემიერმა.

გროისმანის განცხადებით, უკრაინას ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულება გააჩნია. “დასავლეთში პარტნიორებს ჩვენი გაზის სატრანსპორტო სისტემის მართვა შევთავაზეთ. მისი სიმძლავრე 140 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ჩვენი გაზის საცავები საშუალებას გაძლევთ, რეზერვები 1000 დღემდე შეინახოთ. ეს დიდი პოტენციალია”, – დასძინა გროისმანმა.

პროექტს ასევე პოლონეთის მთავრობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება. 1 დეკემბერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა იმ ქვეყნებზე ზეწოლის გაზრდა მოითხოვა, რომლებიც Nord Stream 2- ს მშენებლობას მხარს უჭერენ.

Comments
Loading...