უკრაინის ნაციონალურმა ბანკმა “სბერბანკის” შვილობილი 3,4 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა

9

უკრაინის ნაციონალურმა ბანკმა “სბერბანკის” შვილობილი 94,7 მილიონი გრივნათი დააჯარიმა, რაც 3,4 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

ჯარიმა ფინანსური მონიტორინგის სფეროში განხორციელებული დარღვევის გამო მოხდა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური ბანკი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რეგულატორმა სბერბანკი ფინანსური მონიტორინგის სფეროში სარისკო მოქმედების განხორციელების გამო დააჯარიმა. თანხის საერთო მოცულობა 3 მილიარდ გრივნას აჭარბებს, რაც 108 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, დარღვევა მდგომარეობს იმაში, რომ განხორციელდა მსხვილი ფინანსური ოპერაცია ნაღდი ფულის გაცემის სახით იურიდიული პირებისთვის. ისინი, რეგულატორის მოსაზრებით, შესაძლოა კავშირში იყვნენ კრიმინალური შემოსავლების ლეგალიზაციასთან და ფიქციურ წარმოებასთან.

Comments
Loading...