უკრაინის ვალმა რუსეთის წინაშე, ევროობლიგაციებში 4,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

7

ვალდებულებების საერთო ღირებულება, რომელსაც რუსეთი უკრაინისგან, კიევის მიერ მოსკოვის წინაშე გადაუხდელი ევროობლიგაციების შესახებ დავის ფარგლებში მოითხოვს, 4,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

„დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთის მოთხოვნა, პროცენტებთან ერთად 4,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროობლიგაციები, რომლებიც აშშ დოლარშია ასახული, უკრაინამ 2013 წლის დეკემბერში გამოუშვა. აღნიშნული ფასიანი ქაღალდები, რომელთა საერთო რაოდენობა 3,075 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, მთლიანად რუსეთმა აითვისა. თანხის პროცენტი კი წლიურ 5%-ს შეადგენდა.

თუმცა, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, 2015 წელს, უკრაინამ თანხის ძირითადი ნაწილი არ გადაფარა და არც მოახლოებული პროცენტები გადაუხდია. მას მერე კი, ვალის დარჩენილ, გადაუხდელ ნაწილს პროცენტები ემატება.

აღნიშნულ ვალთან დაკავშირებული დავა დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასამართლოში განიხილება, რადგან ობლიგაციების დარეგულირება იქაური კანონით ხდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პირველი მოსმენა, რომელზეც მოსკოვის მიერ წარდგენილი არგუმენტები განიხილებოდა, ლონდონში, დღეს გაიმართა.

Comments
Loading...