უკრაინამ NATO-ს სტანდარტების შესაბამისი საბრძოლო მასალების წარმოება დაიწყო

90

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში, NATO-ს სტანდარტების შესაბამისი საბრძოლო მასალების წარმოება დაიწყეს. ამის შესახებ ლიდერი თავის ფეისბუქზე წერს.

"უკრაინამ NATO-ს სტანდარტების შესაბამისი საბრძოლო მასალების გამოშვება დაიწყო. სახელმწიფო კონცერნმა Укроборонпром, საბრძოლო მასალების წარმოება ყუმბარმტყორცნ ПГОФ-40-სთვის დაიწყო. საწარმოს ინჟინრები უკვე მუშაობენ, რათა ტექნოლოგიური პროცესის მოდერნიზება მოხდეს და გაიზარდოს წარმოების მოცულობა", – წერს პოროშენკო.

ივლისის დასაწყისში პოროშენკომ ქვეყნის კანონში ჩაამატა პუნქტი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და ქვეყნის ევროკავშირისა და NATO-ს წევრობისკენ მისწრაფების შესახებ.

"ვადასტურებთ, რომ უკრაინელი ხალხი მკვეთრად აცნობიერებს თავის მომავალს – ევროპელი ხალხის გარემოცვაში", – დაწერა მაშინ პრეზიდენტმა თავის ოფიციალურ ტვიტერზე.

Comments
Loading...