უკრაინამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, შესაძლოა 10 მლრდ აშშ დოლარამდე თანხა სთხოვოს

15

უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოადგილის დმიტრი სოლოგუბის განცხადებით, უკრაინა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დახმარების ახალ პროგრამას საჭიროებს. ამის შესახებ მან Financial Observer-თან ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა სჭირდება. დაფინანსების მოცულობა კი ვადებზეა დამოკიდებული. მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლოა იყოს 5-დან 10 მილიარდ აშშ დოლარამდე თანხა“, – აცხადებს სოლოგუბი.

მისი თქმით, უკრაინის დახმარების ახალი პროგრამა უნდა იყოს ე.წ. გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის კრედიტი (Extended Fund Facility).

უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოადგილეს მიაჩნია, რომ დახმარების ასეთი ვარიანტი გაცილებით სტრუქტურულია, ვიდრე მოქმედი 14-თვიანი სარეზერვო შეთანხმება, რომლის მოცულობაც 3,9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კიევთან 2018 წლის ოქტომბერში შეათანხმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეხმარება ისთ ქვეყნებს, სადაც კრიზისია

უკრაინის ეროვნული ბანკის პროგნოზის მიხედვით, კიევმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან პირველი ტრანში, რომლის მოცულობაც 2 მილიარდი აშშ დოლარია, შესაძლოა მიმდინარე წლის დასასრულს მიიღოს, ხოლო მომდევნო, ამავე მოცულობის ტრანშები – 2020 და 2021 წლებში.

უკრაინისთვის დახმარების სახით თანხის გამოყოფის წინა შეთანხმება, რომლის მოცულობაც 3,9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, 2018 წლის ოქტომბერში გაფორმდა. აღნიშნული კრედიტი 14 თვეზე არის გათვლილი.

თუმცა, მაშინ უკრაინამ ვერ მოახერხა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების 100%-ით შესრულება. აღნიშნული შეთანხმების პირობების მიხედვით, უკრაინას უნდა განეხორციელებინა ანტიკორუფციული რეფორმა, უნდა გაეზარდა ბუნებრივი აირის ტარიფები მოსახლეობისთვის და უნდა მოეხდინა უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის რეორგანიზაცია. შედეგად, დაგეგმილი 17 მილიარდი აშშ დოლარის ნაცვლად კიევმა დახმარების სახით 8,4 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, ხოლო ამის მერე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საერთოდ გაყინა ტრანშები.

2018 წლის ოქტომბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებისას, მხარეები სესხის მოკლე პროგრამაზე შეთანხმდნენ. უკრაინას, გეგმის მიხედვით 5-6 მილიარდი აშშ დოლარი 2018 წლის ოქტომბერში უნდა მიეღო, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მას მხოლოდ 3,8 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო.

Comments
Loading...