- Advertisement -

უკრაინამ, იანვრიდან მოყოლებული, რუსეთიდან გაზის ტრანზიტის მოცულობა 7,3%-ით შეამცირა

5

“უკრტრანსგაზის” მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანამ, იანვრიდან ოქტომბრის პერიოდის განმავლობაში, ევროპის გავლით რუსეთიდან გაზის ტრანზიტი 69,8 მილიარდ კუბურ მეტრამდე შეამცირა.

კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 7,3%-ით, ანუ 5,5 მილიარდი კუბური მეტრით შემცირებული რაოდენობაა. მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის მაჩვენებლის მიხედვით, უკრაინას 17,1 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის რეზერვი აქვს.

ამასთან, უკრაინამ 23%-ით, ანუ 2,7 მილიარდი კუბური მეტრით შეამცირა ევროპის ქვეყნებიდან გაზის ტრანზიტი.

Comments
Loading...