“უკონტაქტო მისალმება” და”შეჯიბრი ხელების დაბანაში” – საბავშვო ბაღებში ახალი თამაშები დაინერგება

11

დღეს დამტკიცდება პროტოკოლი, რომელშიც გაწერილია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის . როგორც ჯანდაცვის სამინისტროში “აიპრესს” განუცხადეს, დოკუმენტში ყველა მნიშვნელოვანი დეტალია გაწერილი. მათ შორის თამაშებიც.

whatsapp sharing button
  • ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება-ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის დანერგეთ იმგვარი თამაშები, როგორიცაა მაგალითად:
  • შეჯიბრი ხელების დაბანაში;
  • მეგობრებთან შეხვედრის, მისალმების და ურთიერთობის ახალი უნარების სწავლა;
  • სახალისო თამაშები სახეზე ხელის შეხებისგან თავშეკავებაზე;
  • როგორ უნდა დავაცემინოთ და დავახველოთ ისე, რომ სხვა არ დავაზიანოთ;
  • უკონტაქტო მისალმების ხერხები, როგორიც არის მაგალითად, მისალმება ჟესტებით, მშვიდობის ნიშნის ჩვენება, ხელის დაქნევა, თვალის ჩაკვრა და ა.შ.;
  • ასაკისთვის შესაფერისი აქტივობები/თამაშები ჯგუფებში დაგეგმეთ იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად მოახერხოთ ფიზიკური დისტანცირების დაცვა;
  • უზრუნველყავით ბავშვებისთვის სასწავლო გარემოს იმგვარად შედგენა, რომ მიეცეთ ყოველდღიური შესაძლებლობა, იყვნენ გარეთ (ღია სივრცეში), ითამაშონ ბუნებაში/ეზოში და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში;
  • აკრძალეთ ისეთი გასართობი ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა დიდი ოდენობით თავშეყრას;
  • უზრუნველყავით გარე სივრცეში ხანგრძლივად თამაშის ხელშეწყობა (თამაშებისთვის გამოიყენეთ ბავშვების დაყოფა მცირე ჯგუფებად;
  • შეზღუდეთ აღმზრდელის/მასწავლებლის/ძიძის გარდა სხვა პირების შესვლა ისეთ სივრცეებში, სადაც იმყოფებიან ბავშვები;
  • უზრუნველყავით დაწესებულებაში ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები) სარგებლობა;
  • ბავშვებისთვის ხელების დაბანის დროს გამოიყენეთ გართობის სხვადასხვა საშუალება იმგვარად, რომ ხელების დაბანის პროცესი არანაკლებ 20 წამს შეადგენდეს;
Comments
Loading...