უახლოესი 5 წლის განმავლობაში, კომპანია Shell აქციონერებს 125 მილიარდ აშშ დოლარს გადაუხდის

4

ნავთობის მომპოვებელი კომპანია Royal Dutch Shell Plc, უახლოესი 5 წლის განმავლობაში, აქციების გამოსყიდვის მიზნით, აქციონერებს, დივიდენდების სახით მინიმუმ 125 მილიარდ აშშ დოლარს გადაუხდის. ამის შესახებ კომპანია ავრცელებს ინფორმაციას.

ამასთან, ხუთი წლის განმავლობაში, რომელიც 2020 წელს სრულდება, Shell-ი აქციონერებისთვის დაახლოებით 90 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას გეგმავს. დივიდენდების მოცულობა მხოლოდ მას მერე გაიზრდება, რაც დასრულდება 25 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის აქციების პროგრამა.

გარდა ამისა, Shell-მა აწია თავისუფალი ფულადი ნაკადების პროგნოზი 20 მილიარდ აშშ დოლარამდე 2025 წლისთვის იმ პირობით, რომ ნავთობი ბარელზე 60 აშშ დოლარი ეღირება.

2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, Shell-ის სუფთა მოგება 1,8-ჯერ გაიზარდა და 23,352 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიის მოგება 27,2%-ით არის გაზრდილი და 388,379 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. Shell-ის სუფთა ვალმა მიმდინარე წლის 31 დეკემბრისთვის 51,428 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 22%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

წლის დასაწყისიდან მოყოლებული, კომპანიის კაპიტალიზაცია 6,1%-ით არის გაზრდილი და დაახლოებით 202,7 მილიარდ ფუნტ სტერლინგს, ანუ 256,6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Comments
Loading...