“უარს ვამბობთ ჩვენი მომსახურების საკომისიოზე” – Tripcars-ის პასუხი რუსეთის ტურისტულ ემბარგოს

7

“უარს ვამბობთ ჩვენი მომსახურების საკომისიოზე” – ასე უპასუხა კომპანია Tripcars-მა რუსეთის ტურისტულ ემბარგოს.

მანქანების გაქირავების ონლაინ პლატფორმა Tripcars მომსახურების საკომისიოს გაუქმებით შეუერთდა კამპანიას #spendyoursummeringeorgia. მთელი ზაფხულის განმავლობაში მათ ტურისტების სასარგებლოდ საკომისიო 10% გააუქმეს შემდეგი მესიჯით:

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში

პუტინმა ტურისტებს საქართველოს მონახულება აუკრძალა. ამიტომ, ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს და ამ ზაფხულის განმავლობაში ჩვენი სერვისის საკომისიო 10%-ზე უარს ვამბობთ.”

Comments
Loading...