უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურის გადახდას შემოსავლების სამსახური გააგრძელებს

5

უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა სასარგებლოდ სავალდებულო მარკირების საფასურის გადახდას შემოსავლების სამსახური განაგრძობს, – ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკრმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მყისიერად რეაგირებს იმ პრობლემებზე, რომელიც ბიზნეს სექტორს გააჩნია. ერთ-ერთი მათგანი, რაც მედიითაც გავრცელდა, იყო მომართვა პრემიერ-მინისტრის სახელზე უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლების მხრიდან და რომელიც ეხებოდა უალკოჰოლო სასმელების მარკირების საკითხს.

მინდა გითხრათ, რომ იყო ძალიან ინტენსიური კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსა და ამ სექტორის წარმომადგენლებთან ერთად და მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე რეჟიმში მოქმედებას, როგორც აქამდე მოქმედებდა და შესაბამისად, ეს ბიზნესისთვის პოზიტიური გადაწყვეტილებაა”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

Comments
Loading...