ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მარტში 4.3%-ით გაიზარდა

12

2019 წლის მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ საქართველოში 328,486 შეადგინა, რაც 13,536-ით მეტია 2018 წლის მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +4.3%).

2019 წლის მარტში  ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ საქართველოში  328,486 შეადგინა, რაც 13,536-ით მეტია 2018 წლის მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +4.3%).

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

2019 წლის მარტში  საქართველოში 619,325 საერთაშორისო მოგზაურთა  ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +6.4%-ია.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან,  საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: სლოვაკეთი +102.9%, ლატვია +82.1%, ჩეხეთი +76.3%, პოლონეთი +55.9%, ლიეტუვა +43.2%, გერმანია +31.3%

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: შვეიცარია +154%, ისრაელი +73%,ჩინეთი +57.2%, ყაზახეთი  +50.1%, საუდის არაბეთი +34.1%და სხვა.

2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 1,617,548 საერთაშორისო  მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.2%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  882,130 შეადგინა, რაც 42,590-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +5.1%).

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 333.7 მილიონ დოლარს (ზრდა +4.8%), რაც 15 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

Comments
Loading...