ტურიზმის ადმინისტრაცია, ქართული კულინარიის განვითარებისთვის არაერთ ღონისძიებას ჩაატარებს

58

საქართველოში გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი წამოიწყო, რომელიც ყოველწლიური გახდება და ფესტივალის სახეს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსოფლიოში ცნობილი მზარეულებთან ერთად საქართველოს ეწვია ღვინის ტურიზმისა და კულინარიის თემატიკაზე მომუშავე საერთაშორისო ჟურნალისტები და ბლოგერები. სპეციალურად მოწყობილ ტურში მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 4 შეფმზარეული.

ტურის ფარგლებში გაიმართა გალა ვახშამი რომელსაც ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. გალა ვახშამისთვის ცნობილმა უცხოელმა მზარეულებმა მასტერკლასები ჩაატარეს და სპეციალური კერძები მოამზადეს, რომელიც საქართველოში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილების შემდეგ გადაწყვიტეს. უცხოელ მზარეულებს და ჟურნალისტებს შეხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს როგორც კულინარიული ტურიზმის მიმართულების წარმოჩინებას და თბილისის როგორც ერთ-ერთი წამყვანი "Fine Dining" ქალაქის პოპულარიზაციას.

Comments
Loading...