ტრუდომ დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესახებ განაცხადა

7

კანადა იმუშავებს დიდ ბრიტანეთთან, ორი ქვეყანის თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე გადასვლის მიზნით. ამის შესახებ კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, ბრიტანელ კოლეგა ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის ხელისუფლების ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, რომ ქვეყნები, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, გადავლენ თანამშრომლობაზე.

ჯასტინ ტრუდომ აგრეთვე აღნიშნა, რომ კანადა მზად არის იმუშაოს დიდ ბრიტანეთთან საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, ჩინეთთან ურთიერთობისა და კიევის უსაფრთხოების სფეროებში. ორივე პრემიერი ერთმანეთთან შეხვედრას G7 სამიტზე ელის.

შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი 24 ივლისს გახდა. მან ამ პოსტზე ტერეზა მეი ჩაანაცვლა. მან უკვე დანიშნა 4 ახალი მინისტრი – ფინანსთა, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და თავდაცვის.

Comments
Loading...