“ტრანსნეფტმა” კომპანია “როსნეფტის” შვილობილისგან ნავთობის მიღება დროებით შეაჩრა

6

24 ივლისს, „ტრანსნეფტმა“ შეაჩერა ნავთობის მიღება „სამოტლორნეფტეგაზის“ მილსადენი სისტემისგან, რომელიც კომპანია „როსნეფტის“ ერთ-ერთი უმსხვილესი შვილობილი კომპანიაა. ამის შესახებ „ტრანსნეფტის“ წარმომადგენელი იგორ დემინი იუწყება.

მისი თქმით, მიღების შეჩერების მიზეზი ნედლეულის ანალიზი გახდა, რომელმაც აჩვენა, რომ ნავთობში მაღალია ორგანული ქლორიდების კონცენტრაციის მაჩვენებელი.

თუმცა დილით, დემინის თქმით, ნავთობის მიღება განახლდა, ვინაიდან საკონტროლო შემოწმებისას, ორგანული ქლორიდების კონცენტრაციის მომატებული მაჩვენებელი არ გამოვლინდა.

2019 წლის აპრილში, ორგანული ქლორიდების კონცენტრაციის მომატებული მაჩვენებელი გახდა მილსადენი „დრუჟბასთვის“ საექსპორტო ნავთობის მიწოდების მიზეზი. პოლონეთმა, გერმანიამ, უნგრეთმა, სლოვაკეთმა და უკრაინამ კი დროებით შეაჩერეს რუსული ნავთობის შესყიდვები. სუფთა ნავთობმა, მილსადენში გადინება მაისში დაიწყო, ხოლო 1 ივლისს, „ტრანსნეფტში“ განაცხადეს, რომ „დრუჟბასთვის“ ნავთობის მიწოდება სრულად აღდგენილია.

Comments
Loading...