ტრამპი: Brexit-ის შემდეგ, შესაძლოა ბრიტანელებმა ამერიკასთან ვაჭრობა ვერ შეძლონ

5

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბრექსითმა შესაძლოა გაართულოს ვაჭრობა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის. ამის შესახებ BBC წერს.

“იქიდან გამომდინარე, თუ როგორ გამოიყურება გარიგება ამჟამად, შესაძლოა, ბრიტანელებმა აშშ-სთან ვაჭრობა ვერ შეძლონ. არ მგონია, რომ მათ მოსწონდეთ ასეთი სიტუაცია”, – აცხადებს ტრამპი.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელისუფლება აპირებს სერიოზულად განიხილოს ეს საკითხი.

2016 წელს, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ვაჭრობამ თითქმის 100 მილიარდ ფუნტს მიაღწია. დღეისათვის ცნობილია, რომ გადასასვლელი პერიოდი 21 თვეს გასტანს, 2020 წლის ბოლომდე. თუმცა არის ალბათობა, რომ იგი კიდევ გაიზარდოს.

Comments
Loading...