- Advertisement -

ტრამპი: საბაზისო განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ვარ

7

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, იგი ფედერალური სარეზერვო სისტემის (FRS) ხელმძღვანელობის მიერ საბაზისო განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ფედერაციის ბაზაზე საპროცენტო განაკვეთი 1.75-2%-დან 2-2.25% -მდე გაიზარდა.

“ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი შესანიშნავადაა. თუმცა, სამწუხაროდ, მათ საბაზისო საპროცენტო განაკვეთი გაზარდეს. ამით უკმაყოფილო ვარ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყურადღებას სხვა საკითხებზე გაამახვილებს, მაგალითად, სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდაზე. ტრამპმა ასევე შეშფოთება გამოთქვა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის (FRS) ხელმძღვანელობას საბაზისო განაკვეთის გაზრდილი კურსი “მოსწონს”.

Comments
Loading...