ტრამპი: მექსიკასთან და კანადასთან გაფორმებული ახალი შეთანხმება ისტორიულია

4

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის Twitter- ზე შეერთებულ შტატებს, კანადასა და მექსიკას შორის გაფორმებულ USMCA -ს ((the United States — Mexico — Canada Agreement) გარიგებას ისტორიული უწოდა.

დონალდ ტრამპმა მექსიკელ და კანადელ კოლეგებს ახალი, “შესანიშნავი” შეთანხმების გაფორმება მიულოცა.

“ეს შეთანხმება ბევრ ხარვეზსა და შეცდომას გადაჭრის, გაუხსნის ბაზრებს ჩვენს ფერმერებსა და მწარმოებლებს, ასევე, აშშ-ში სავაჭრო ბარიერებს შეამცირებს”, – წერს დონალდ ტრამპი.

ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და მექსიკის წარმომადგენლები ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (NAFTA) აღდგენაზე შეთანხმდნენ.

“დღეს, კანადას, შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის ახალი, მოდერნიზებული სავაჭრო შეთანხმების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ეს ხელს შეუწყობს თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებს, უფრო სამართლიან ვაჭრობასა და ეკონომიკურ ზრდას ჩვენს რეგიონში”, – ნათქვამია კანადის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მედია წერს, ხელშეკრულებას სახელწოდება შეეცვლება და ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ნაცვლად, აშშ-ს, მექსიკისა და კანადის შეთანხმება ერქმევა.

Comments
Loading...