- Advertisement -

ტრამპის მიერ მექსიკის საზღვართან სამხედროების გაგზავნა 200 მილიონ აშშ დოლარად შეაფასეს

6

მიგრანტების შედინების გამო, აშშ-ის სამხედროების გაგზავნა მექსიკის საზღვარზე, ნაციონალური გვარდიის ჯარისკაცების უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხის ჩათვლით, თეთრ სახლს შესაძლოა 2018 წლის მიწურულისთვის უკვე 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაუჯდეს. ამის შესახებ The Washington Post წერს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1 ნოემბერს განაცხადა, რომ მექსიკის საზღვართან მინიმუმ 15 ათასი ჯარისკაცის გაგზავნას აპირებს. საზღვარზე კონტროლის გაძლიერება კი, ტრამპის თქმით, ცენტრალური ამერიკიდან მიგრანტების მოახლოებას უკავშირდება.

როგორც WP აღნიშნავს, სამხედროების გაგზავნისთვის საჭირო ხარჯები უმნიშვნელოა სამხედრო ბიუჯეტისათვის, თუმცა ეს ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნების საფუძველზე ხდება, რაც არასაჭირო ხარჯების შემცირებას გულისხმობს. ამგვარად, თეთრმა სახლმა პენტაგონისგან, მომავალი წლისთვის ბიუჯეტის 33 მილიარდი აშშ დოლარით შემცირება მოითხოვა.

ტრამპის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს წარმომადგენელთა პალატაში მყოფმა დემოკრატებმა.
აშშ-ის დაახლოებით 2 ათასი სამხედრო, ტრამპის განკარგულების მიხედვით, უკვე იმყოფება მექსიკის საზღვართან. ამ სამხედროების დანიშნულების ადგილზე გაგზავნამ და იქ მათი ცხოვრების ხარჯებმა, აპრილიდან მოყოლებული აქამდე უკვე შეადგინა 103 მილიონი აშშ დოლარი.

Comments
Loading...