- Advertisement -

ტრამპის მიერ დაწესებული საბაჟო გადასახადების გამო, Ford-მა 1 მილიარდი დოლარი დაკარგა

4

Ford Motor Company-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმს ჰაკეტმა განაცხადა, რომ ამერიკულმა ავტოკონცერნმა, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ფოლადზე და ალუმინზე დაწესებული საბაჟო გადასახადების გამო 1 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.

მისი თქმით, კომპანია თავისი ავტომობილების დიდ ნაწილს აღმოსავლეთ ამერიკაში აწარმოებს, ამიტომ საიმპორტო გადასახადებმა კონცერნზე სერიოზული ნეგატიური გავლენა იქონიეს.

ჰაკეტი აღნიშნავს, რომ ტრამპის ქმედებამ კომპანიაში 1 მილიარდ აშშ დოლარიანი ზარალი გამოიწვია. Ford-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კომპანიას საკუთარი სტრატეგიის გადახედვა მოუწევს.

მიმდინარე წლის მარტში, ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ფოლადზე და ალუმინზე გადასახადის დაწესება გადაწყვიტა. ამის შემდეგ კი, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო კონფლიქტი დაიწყო. ევროკავშირმა საპასუხოდ, ამერიკულ პროდუქციაზე დააწესა საბაჟო გადასახადები.

ტრამპის გადაწყვეტილება 1 ივნისს შევიდა ძალაში. ევროკავშირიდან, მექსიკიდან და კანადიდან აშშ-ში ფოლადის იმპორტზე 25%-იანი საბაჟო გადასახადები დაწესდა, ხოლო ალუმინზე – 10%-იანი.

Comments
Loading...