ტოკიოს სასამართლომ Renault-Nissan-Mitsubishi-ს ყოფილი ხელმძღვანელი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა

9

ტოკიოს რაიონულმა სასამართლომ Renault-Nissan-Mitsubishi-ს ყოფილი ხელმძღვანელი, კარლოს გონი გირაოს სახით, 500 მილიონი იენის (4.5 მილიონი დოლარი) გადახდის შემდეგ, პატიმრობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას Kyodo News-ი ავრცელებს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კარლოს გონი გირაოს გადახდის სანაცვლოდ, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული, მათ შორისაა გადასახადებისგან თავის არიდება და ფინანსური თაღლითობა, რომელიც საერთო ჯამში 80 მილიონ დოლარს შეადგენს.

მარტის დასაწყისში, კარლოს გონის ახალი ადვოკატი შეეცადა, რომ გირაოს სახით 1 მილიარდი იენის (დაახლოებით 9 მილიონი დოლარი) გადახდის სანაცვლოდ, ის პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ. თუმცა, ერთი თვის შემდეგ, კარლოს გონი კვლავ დააპატიმრეს.

22 აპრილს მას ფინანსური მაქინაციების საქმეზე ახალი ბრალდება წარუდგინეს. კარლოს გონი ყველა ბრალდებას უარყოფს.

Comments
Loading...