ტოკიოს პროკურატურამ, Renault-Nissan-Mitsubishi-ის ყოფილ ხელმძღვანელს ახალი ბრალდებები წაუყენა

5

ტოკიოს პროკურატურამ, Renault-Nissan-Mitsubishi-ის ალიანსის ყოფილ ხელმძღვანელს კარლოს გონს ახალი ბრალდებები წაუყენა.

ახალი ბრალდებები ეხება კონცერნ Nissan-ის რესურსების მითვისებას. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გონმა, თაღლითური სქემის წყალობით კომპანიის თანხების გადარიცხვის მეშვეობით თითქმის 5 მილიონი აშშ დოლარი მიითვისა.

აპრილის დასაწყისში, მას მერე, რაც იგი მარტში 9 მილიონი აშშ დოლარის გადახდის შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს, კვლავ დააკავეს. აღნიშნული ბრძანება რიგით მეოთხეა, რომელიც კარლოს გონის დაკავებას ითვალისწინებს.

კარლოს გონს ბრალი ედება მთლიანობაში 80 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის შემოსავლის დაფარვაში და კომპანიის ანგარიშზე 17 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პირადი ხარჯების გადაწერაში.

კონცერნში მიაჩნიათ, რომ მან უკანონოდ მიიღო 7,8 მილიონი აშშ დოლარი Nissan-Mitsubishi BV-ის ერთობლივი საწარმოდან. თავად კარლოს გონი ყველა ბრალდებას უარყოფს.

Comments
Loading...