ტოკენი Ethereum Classic-ი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 35%-ით გაძვირდა

9

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ტოკენ Ethereum Classic-ის ღირებულება 35%-ით გაიზარდა. დღის განმავლობაში, მონეტის კურსი 8%-ით გაიზარდა და ამ ეტაპზე 4,42 აშშ დოლარს შეადგენს.

24 საათის განმავლობაში, ტოკენით ვაჭრობის მოცულობა 100%-ზე მეტით გაიზარდა და 1,3 მილიარდ აშშ დოლარიან მაჩვენებელს გადააჭარბა.

ალტკო8ინის ღირებულების ზრდის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა მოსალოდნელი ჰარდფორკია.

დეკემბრის დასაწყისში, Ethereum-ის ქსელში იყო ჩართული ჰარდფორკი Istanbul-ი, რომელსაც აგრეთვე უნდა დაერეგულირებინა მონეტის ურთიერთქმედება ტოკენ Zcash-თან. ამის შედეგად, ZEC-ის კურსი 20%-ით გაიზარდა და 31 აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა ამ ეტაპზე ალტკოინი 27 აშშ დოლარი ღირს.

Comments
Loading...