- Advertisement -

ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები მესამე კვარტალში 13%-მდე გაიზარდა

9

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2018 წლის III კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2017 წლის III კვარტალთან შედარებით 12.7%-ით, 1,857,745 ლარით გაიზარდა.

რაც შეეხება ორ ყველაზე დიდ მაუწყებელს, რომლებსაც ბაზრის 65% უკავიათ, 2018 წლის მესამე კვარტალში მათი სარეკლამო შემოსავლების ტენდენცია შეცვლილია. სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 9%-ითაა გაზრდილი, ხოლო ტელეკომპანია “იმედს” 2018 წლის III კვარტალში 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 6%-იანი კლება აქვს.

კომისიამ მაუწყებლების შემოსავლების 2018 წლის III კვარტლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სხვა შემოსავლებთან ერთად რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოფინგს მოიცავს.

Comments
Loading...