სოფელ ნიჩბისში 1 540 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება

13

სოფელ ნიჩბისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნუშისა და კაკლის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება. საწარმოს ასაშენებლად და პროდუქციის წარმოების უზრუნველსაყოფად 1 540 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება, სადაც სულ მცირე 30 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.

საწარმოს ტერიტორიაზე შეიქმნება კაკლისა და ნუშის ნედლეულის ჩაბარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას, ფერმერებსა და ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციების წევრებს მისცემს შესაძლებლობას ჩააბარონ საკუთარი პროდუქცია და მიიღოს დამატებითი შემოსავალი. საწარმო ყოველწლიურად სულ მცირე 147 000 ტონა კაკლოვანს გადაამუშავებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში ფარგლებში შპს „ჯი ი ინვესტმენტ კორპს“ მცხეთაში, სოფელ ნიჩბისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 29 950 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა–ნაგებობები საინვესტიციო ვალდებულებით – 1 ლარად გადასცა.

Comments
Loading...