სი ძინპინი: ისტორია გვაჩვენებს, რომ კონფრონტაცია სავაჭრო ომის სახით, გამარჯვებამდე ვერ მიგვიყვანს

11

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი აცხადებს, რომ პროტექციონიზმი თანამედროვე სამყაროში მოკლევადიანია და საბოლოოდ მაინც მარცხისთვის არის განწირული. იგი მასზე უარის თქმისგან მოუწოდებს. ამის შესახებ BBC წერს.

“ბარიერების აღმართვისა და მჭიდრო ეკონომიკური კავშირებისთვის ხელის შეშლის მცდელობები ეწინააღმდეგება ეკონომიკის კანონებსა და ისტორიულ ტენდენციებს. ისტორია გვაჩვენებს, რომ კონფრონტაცია, იქნება ეს ცივი ომის, ცხელი ომის, თუ სავაჭრო ომის სახით, გამარჯვებამდე ვერ მიგვიყვანს”, – აცხადებს ძინპინი.

აქამდე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ შესაძლოა გააორმაგოს ჩინეთისთვის დაწესებული საბაჟო გადასახადების მოცულობა იმ შემთხვევაში, თუ პეკინი არ შეცვლის თავის სავაჭრო პოლიტიკას.

2018 წლის დასაწყისში, ვაშინგტონმა რამდენჯერმე აამოქმედა ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფები, რომელმაც საბოლოო ჯამში 250 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. პეკინმა, მომხდარს, აშშ-ის წინააღმდეგ ანალოგიური ზომების მიღებითვე უპასუხა.

Comments
Loading...