სილქნეტის პრევენციული ზომები COVID-19 ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ

15

საჭიროების შემთხვევაში, სილქნეტის საინსტალაციო ჯგუფები აბონენტებთან სრული ეკიპირებით ცხადდებიან.

COVID-19 ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში მისი გავრცელების პირველივე დღეებიდან სილქნეტმა ოპერატიულად მიიღო ყველა საჭირო ზომა, უსაფრთხოების წესების დასაცავად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად.

ამ პერიოდში, როდესაც ასე მნიშვნელოვანია თვითიზოლაცია და ერთმანეთის გაფრთხილება, ჩვენის მხრივ, შევეცდებით თქვენი სახლში ყოფნის პერიოდი უფრო მრავალფეროვანი/შინაარსიანი გავხადოთ: გაეცანით ახალ ამბებს, უყურეთ მონატრებულ ფილმებს და სერიალებს, იყავით ონლაინ კავშირზე თქვენს ახლობლებთან და მეგობრებთან სილქნეტის მობილური და ფიქსირებული სერვისებით.

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ინსტალატორების ჯგუფი სათანადო ეკიპირებით გამოცხადდებიან თქვენთან, ისე, რომ მათი სტუმრობა იყოს უსაფრთხო როგორც სილქნეტის თანამშრომლების, ასევე თქვენი ჯანმრთელობისთვის.

Comments
Loading...