სილქნეტის ოპტიკურ ქსელში დღეიდან სატელევიზიო პაკეტები იცვლება

28

2020 წლის 15 იანვრიდან ოპტიკურ ქსელში ჩართული მომხმარებლებისთვის SilkTV -ის პაკეტები იცვლება. აბონენტები მიიღებენ კიდევ უფრო მეტ ფასდაკლებას, სპორტ და კინო ექსკლუზიურ არხებს და სხვა შეღავათებს, როგორიცაა სატელევიზიო აპლიკაცია Silk Go, YouTube და კინოკატალოგი Amediateka დამატებითი გადასახადის გარეშე.

ამჟამად არსებული 4 პაკეტის ნაცვლად განახლებულ შეთავაზებაშია  3 ძირითადი სატელევიზიო პაკეტი;

უცვლელია ფასი და არხების რაოდენობა პაკეტზე „ეკონომი“  – 63 არხი 12 ლარი;

პაკეტ „კომფორტს“ დაემატა სპორტისა და კინოს 22 ექსკლუზიური არხი. შესაბამისად, განახლებულ პაკეტში თავმოყრილია 194 არხი- 26 ლარად, ნაცვლად 172 არხისა -24 ლარად;

ფასი შემცირდა მაღალ პაკეტზე „პრემიუმ +“, რომელშიც SilkTV-ის ყველა არხია შესული და აბონენტები 45 ლარის ნაცვლად 38 ლარად ისარგებლებენ პაკეტით;

მომხმარებლები პაკეტი „კომფორტი“-დან ავტომატურად გადავლენ  „ახალ კომფორტზე“, ხოლო „პრემიუმის“ აბონენტებს – „პრემიუმ +“ გაუაქტიურდებათ.  ავტომატურად შეეცვლებათ პირობა ორმაგი შეთავაზების ყველა აბონენტსაც ახალი, ფასდაკლებული კომბინაციებით; ორმაგი შეთავაზების ნებისმიერ კომბინაციაში და ასევე სილქ+ ყველა შეთავაზებაში დამატებითი გადასახადის გარეშე ხელმისაწვდომია  Silk GO აპლიკაციის პაკეტი „პრემიუმ ჯორჯია“ 52 სატელევიზიო არხით;

აბონენტებს, რომლებსაც გააქტიურებული აქვთ  50 ლარის ან მეტი ღირებულების ორმაგი შეთავაზების კომბინაციები, დამატებითი გადასახადის გარეშე ისარგებლებენ  YouTube სერვისით; 75 ლარის ან მეტი ღირებულების ორმაგი შეთავაზების კომბინაციებზე, დამატებითი გადასახადის გარეშე გაუაქტიურდებათ ფილმების კატალოგი AMEDIATEKA;

განახლებულ პაკეტებზე ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის საიტზე www.silknet.com

Comments
Loading...