სილქნეტის კამპანიაში 30 000-ზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო – “ინტერნეტ რბოლამ” 5 გამარჯვებული გამოავლინა

6

4 კვირის განმავლობაში კონკურსის „ინტერნეტ რბოლა“ მონაწილეებმა 4 ეტაპი გაიარეს. გამოვლინდა 30-ზე მეტი გამარჯვებული. გახუთმაგებული, გაათმაგებული და გაასმაგებული ინტერნეტ მოცულობა ყველას დაერიცხა, ვინც ციფრული სამყაროს რბოლაში გაიმარჯვა.

„ინტერნეტ რბოლის“ მთავარი პრიზი iPhone XR კი 5 რჩეულ მონაწილეს გადაეცა.

რბოლის წესები საკმაოდ მარტივი იყო:რეგისტრაციის გავლის შემდეგ , მსურველი სახელს -„ნიკნეიმის“ ირქმევდა. ამის შემდეგ, აბონენტი ხდებოდა ინტერნეტ-რბოლის მონაწილე. ყოველკვირეულად 20 გამარჯვებულის გამოვლენა მიმდინარეობდა: მომხმარებლებს, რომელსაც ყველაზე მეტი მობილური ინტერნეტ ტრაფიკი ექნებოდა გახარჯული, სილქნეტისგან საჩუქრად იღებდა ინტერნეტ მოცულობას. 30 000-ზე მეტი ინტერნეტ-მრბოლელი ჩაერთო ამ კამპანიაში. ყველაზე სწრაფი „მრბოლელის“ მიერ დახარჯული ინტერნეტის მოცულობამ 20 მილიონი მეგაბაიტი შეადგინა. ყოველი კვირის ბოლოს ხდებოდა კვირის ყველაზე აქტიური და ენერგიული რბოლის მონაწილის დასაჩუქრება ინტერნეტ ბონუსებით.

შედეგები ყოველ ორშაბათს ქვეყნდებოდა სილქნეტის Facebook გვერდზე.

ოთხკვირიანი მარათონის 5 რჩეული მონაწილე, რომლებმაც ყველაზე დიდი წარმატებით გადალახეს დაძაბული თამაშის ოთხივე ეტაპი, სილქნეტმა iPhone XR სმარტფონებით დააჯილდოვა, ხოლო დანარჩენი 30 გამარჯვებული წლის ბოლომდე გახუთმაგებულ, გაათმაგებულ და გაასმაგებულ მობილურ ინტერნეტს მიიღებს საჩუქრად ჯეოსელისგან.

ეს იყო სილქნეტის კამპანია, რომლის მიზანს ჯეოსელის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის გამოცდა წარმოადგენდა. კომპანიამ საქართველოს მასშტაბით მრავალმილიონიანი ინვესტირება განახორციელა მობილურ ქსელში 4.5G დასანერგად . პირველმა დანერგა 4.9G – გიგაბიტ ელტეი ტექნოლოგია თბილისის ცენტრალურ ნაწილში, რაც მსოფლიოში დღეისათვის ყველაზე მაღალსიჩქარიანი 5G ქსელის უშუალო წინამორბედია და მისი სიჩქარე შვიდჯერ აღემატება საქართველოში აქამდე არსებულ 4.5G ინტერნეტის ქსელს.

„სილქნეტი – ყველაფერი კავშირშია!“

Comments
Loading...