სილქნეტის ახალი შეთავაზება, რომელიც ყველას გამოადგება, განსაკუთრებით კი მოსწავლეებს და სტუდენტებს

35

ინტერნეტზე წვდომის გასამარტივებლად სილქნეტმა დავალიანების მქონე აბონენტებისთვის მოქნილი სქემები შეიმუშავა.

საყოველთაო თვითიზოლაციის პერიოდში, განსაკუთრებით კი ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, სილქნეტმა უპრეცედენტოდ გაამარტივა ფიქსირებული ინტერნეტის გამოყენება, რისთვისაც შეიმუშავა ერთდღიანი და ერთკვირიანი შეთავაზებები.

მათ, ვისაც დავალიანების გამო შეზღუდული აქვს ინტერნეტის მომსახურება, შესაძლებლობა ეძლევა სერვისის აღდგენის მოქნილი სქემით ისარგებლოს.

1 დღით პაკეტის აღდგენის ღირებულება – 1.5 ლარია;
7 დღით პაკეტის აღდგენა შესაძლებელია – 10 ლარად;

ეს განსაკუთრებით გამოსადეგია მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ვინც დისტანციურ სწავლებას გადიან.

სერვისის გააქტიურებისთვის, აბონენტმა უნდა დააფიქსიროს მოთხოვნა ცხელ ხაზზე 2100 100. აბონენტს გაუაქტიურდება ის ინტერნეტ პაკეტი, რასაც დავალიანებამდე მოიხმარდა.

კომპანია სილქნეტი ზრუნავს, რომ მომხმარებელს სხვადასხვა მოქნილი სქემა შეთავაზოს, როგორც დავალიანების გადახდის, ისე მრავალფეროვანი აქციების კუთხით. ამჟამად, მიმდინარეობს მობილურ ქსელში ყველაზე მოთხოვნადი პაკეტების აქცია „სილქფესტის კვირეული“, ხოლო ოპტიკურ ქსელში „ბუსტის“ აქცია, რომელიც ერთი თვით უფასოდ გაუზრდის ინტერნეტ სიჩქარეს აბონენტს.
#დარჩისახლში#სილქნეტიზრუნავს

Comments
Loading...