სილუანოვი: ნავთობით ვაჭრობისას შესაძლოა ნაციონალური ვალუტა გამოვიყენოთ

50

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ დოლარი არასანდო ინტრუმენტია. ამიტომ მან ნავთობით ვაჭრობისას ნაციონალური ვალუტით სარგებლობა არ გამორიცხა. 

მისი თქმით, "არა რის გამორიცხული" ვაჭრობისას ნაციონალური ვალუტის გამოყენება. ამის შესახებ მან ტელეარხ «Россия»-ზე განაცხადა.

"მაქსიმალურად შევამცირეთ ჩვენი რეზერვები ამერიკულ აქტივებში. დოლარი, რომელიც მსოფლიო ვალუტად განიხილებოდა, სარისკო ინსტრუმენტი ხდება"- აღნიშნავს მინისტრი.

მისივე თქმით, რუსეთის მთავრობა არ აპირებს რუსეთში მომუშავე ამერიკული კომპანიების დახურვას, რომლის მაგალითად "მაკდონალდსი" მოიყვანა. "ამ კომპანიებში ჩვენი მოქალაქეები მუშაობენ"-აცხადებს მინისტრი.

Comments
Loading...