სილუანოვი: აშშ-ის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოქალაქეების ანგარიშებს საფრთხეს არ შეუქმნის

68

აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებს, რომლებიც უცხოურ ვალუტაშია, საფრთხეს არ შეუქმნის. ამის შესახებ რუსეთის ფინანსტა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ანტონ სილუანოვმა განაცხადა. 

მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ აშშ რომელიმე რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს, მოქალაქეებს არანაირი პრობლემა არ ექნებათ უცხოური ვალუტის ან რუბლის დეპოზიტებთან. სილუანოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ბანკი, სანქციებით დაზარალებული საკრედიტო ინსტიტუტების მხარდასაჭერად, აუცილებელ ზომებს მიიღებს. 

სილუანოვის თქმით, შეზღუდვების ახალი პაკეტი "არასასიამოვნო იქნება, მაგრამ არა სასიკვდილო".

2 აგვისტოს აშშ-ს სენატორებმა კონგრესს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარუდგინეს. კანონპროექტი რუსეთის პოლიტიკური მოღვაწეებისა და მსხვილი ბიზნესმენების მიმართ ახალი ზომების შემოღების წინადადებას შეიცავს აგრეთვე, რუსეთის შვიდი საბანკო სტრუქტურის აშშ-ში (და გაყინვის აქტივების) ოპერაციების აკრძალვის შესახებ.

Comments
Loading...