სიახლე “ნიკორასგან”

12

ხორცპროდუქტების ბაზარს 3 სახის სრულიად ახალი გემო შეემატა.

კომპანია „ნიკორამ“ არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით, მორიგი სიახლეები შემოგვთავაზა.

კლასიკურ გერმანულ რეცეპტურაზე დამზადებული, პრემიუმ კლასის სოსისები, უკვე „ნიკორა სუპერმარკეტის“ დახლებზეა წარმოდგენილი.

როსტერი – გამორჩეული შემადგენლობის და არომატის მქონე სოსისი, რომელიც ქართული ბაზრისთვის განსაკუთრებული სიახლეა. ინგრედიენტები ჰოლანდიური ყველი, სოკო, წითელი და მწვანე პაპრიკა პროდუქტის განსაკუთრებულ გემოს განაპირობებს.

ფრანკფურტერი – გერმანული ფრანკფურტერის ზუსტი ანალოგია. მის დასამზადებლად გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ხორცი და ევროპული კომბინირებული სანელებლები.

ბერნერი – სოსისის შემადგენლობაში შედის ჰოლანდიური ყველი, რაც მას განსაკუთრებულ საგემოვნო თვისებებს ანიჭებს.

პრემიუმ კლასის სოსისები დაფასოებული სახით იწარმოება, რაც პროდუქტს კიდევ უფრო კომფორტულს და პრაქტიკულს ქმნის.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ნიკორა“ ბაზრის უპირობო ლიდერია, აქვს 22 წლიანი გამოცდილება ხორცპროდუქტების წარმოების და საქმიანობის ყველა ეტაპზე მომხმარებლისთვის ასოცირდება მაღალხარისხიან პროდუქციასთან.

უკვე დღეიდან შეგიძლიათ მოიკითხოთ 3 სახის ახალი პროდუქტი „ნიკორა სუპერმარკეტის“ ფილიალებში.

Comments
Loading...