სექტემბერში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი შემცირდა

15

გვალვის გამო შემცირებულია შაქრის ლერწმის მოსავალი, თუმცა ნავარაუდევია სიმინდის ფქვილის, ბრინჯისა და ხორბლის მოსავლის ზრდა. ამის შესახებ ინფორმაციას FAO ავრცელებს.

ძირითადი პროდუქტების მარაგის ზრდამ, მსოფლიოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ფასების შემცირება გამოიწვია.

აგვისტოს თვიდან FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი 1.4%-ით შემცირდა და 7.4% შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე უფრო დაბალია.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ასახავს საერთაშორისო ფასების ყოველთვიურ ცვლილებებს სამომხმარებლო კალათის ძირითად პროდუქტებზე (მარცვლეული, შაქარი, მცენარეული ზეთი, ხორცი და რძის პროდუქტები).

სექტემბრის თვეში, შემცირდა FAO-ს მარცვლეული კულტურების ფასების ინდექსი და მან 2.8% შეადგინა, რაც დიდ წილად გამოწვეულია ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმინდის უხვი მოსავლით, რამაც საექსპორტო ფასების დაწევა განაპირობა, აღნიშნული აისახა პროდუქტის ღირებულებაზეც. საერთაშორისო ბაზარზე ფასები შემცირებულია ბრინჯზე და ხორბალზე, რის მიზეზადაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან, პროდუქტის ჭარბი მიწოდება სახელდება.

მერვე თვეა კლების ტენდენციით ხასიათდება FAO-ს ბოსტნეულის ფასების ინდექსი, რომელმაც ბოლო სამი წლის მინიმუმს მიაღწია და 2.3% შეადგინა. ფასები შემცირებულია პალმის ზეთზეც, რაც მწარმოებელ ქვეყნებში პროდუქტის დიდი მარაგებითაა განპირობებული. პალმის ზეთის ფასი, ამავე პერიოდის წინა წლის ფასთან შედარებით, 25%-ით არის შემცირებული.

2.4%-ით შემცირებულია FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, რომელიც სექტემბრის თვეშიც ინარჩუნებს კლებადობის ტენდენციას, მაშინ როცა, ხორცის ფასები აგვისტოს თვის შემდგომ, მხოლოდ უმნიშვნელოდ დაეცა.

აგვისტოს თვიდან შაქარზე 2.6%-იანი ფასის მატების ტენდენცია გამოიკვეთა, რაც განპირობებული იყო, ბრაზილიაში, მსოფლიოს უმსხვილეს შაქრის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანაში მძიმე გვალვებით რამაც ნეგატიური გავლენა იქონია აღნიშნული კულტურის მოსავლიანობაზე. მიუხედავად იმისა, FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი წინა წელის იმავე პერიოდთან შედარებით 21%-აა შემცირებული.

Comments
Loading...