- Advertisement -

სექტემბერში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 83.9 მლნ ლარით გაიზარდა

14

2018 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 83.9 მლნ ლარით (2.2 პროცენტით) გაიზარდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 3.8 მლრდ ლარი შეადგინა.

საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 142.2 მლნ ლარით (3.9 პროცენტით) გაიზარდა. პერიოდის ბოლოსათვის სარეზერვო ფულის წლიური ზრდის მაჩვენებელი 3.4 პროცენტს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში წინა თვესთან შედარებით, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 192.8 მლნ ლარით (2.4 პროცენტით) გაიზარდა და 8.22 მლრდ ლარი შეადგინა. ვადიანი დეპოზიტები
– 19.6 მლნ ლარით, იურიდიული პირების დეპოზიტები კი 100.0 მლნ ლარით გაიზარდა.

უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე 0.2 პროცენტიანი (10.5 მლნ დოლარი) კლება დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 5.23 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნული კლება ძირითადად იურიდიული პირების მიმდინარე ანგარიშების კლებით იყო განპირობებული.

სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაციის
მაჩვენებელი, 2018 წლის სექტემბერში 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 62.5 პროცენტს შეადგენს. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 53.6 და 76.5 პროცენტს შეადგენდა.

სექტემბერში, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე გაიზარდა 0.1 პროცენტული
პუნქტით და 5.7 პროცენტი შეადგინა.

ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე ბანკების მიერ გადახდილი სარგებლის წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთი წინა პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 7.6 პროცენტი შეადგინა. იურიდიული პირების ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 7.3 პროცენტია.

ფიზიკური პირების დეპოზიტებზე წლიური განაკვეთები უცვლელია და 8.9 პროცენტს შეადგენს. უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტების წლიური განაკვეთი შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 2.8 პროცენტს შეადგენს. უცხოური ვალუტით იურიდიული პირების დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 3.5 პროცენტია, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტებზე განაკვეთი შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით და 2.6 პროცენტს შეადგენს. 2017 წლის სექტემბერში არსებულ განაკვეთებთან შედარებით, ეროვნული ვალუტით დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.6 პროცენტს შეადგენს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე დარიცხულმა სარგებელმა 0.4 პროცენტული პუნქტით 2.8 პროცენტამდე იკლო.

Comments
Loading...