- Advertisement -

სექტემბერში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 6.9 მლნ დოლარით გაიზარდა

14

2018 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.3 მლნ აშშ დოლარი, (342.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5.6 პროცენტით (6.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.0 პროცენტი მოდიოდა.

2018 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.2 მლნ აშშ დოლარი (50.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.0 მლნ აშშ დოლარისა (46.8 მლნ ლარისა) გასული წლის სექტემბერში.

Comments
Loading...