სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 43 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

65

2020 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 192.7 მლნ აშშ დოლარი (611.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 28.7%-ით (43.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.7% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.6% მოდიოდა.

2020 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.1 მლნ აშშ დოლარი (79.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის სექტემბრის (20.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.4%-ით მეტია.

Comments
Loading...