სექტემბერში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა +9.1%-ით გაიზარდა

15

2018 წლის სექტემბრში საქართველოში 892,463 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5%-ია.

საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 763,529 შეადგინა, ზრდა +5.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 536,302 შეადგინა, რაც 44,724-ით მეტია 2017 წლის სექტემბერთან შედარებით. (ზრდა +9.1%).

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდა არის შემდეგი ქვეყნებიდან: ესტონეთი +86%, შვედეთი +82%, ნიდერლანდები +79%, გერმანია +62%, ლატვია +48%, ჩეხეთი +44%, საფრანგეთი +38%, გაერთიანებული სამეფო+30% და სხვა. განსაკუთრებული ზრდაა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +111%, ჩინეთი +95%, ბელარუსი +47%,იაპონია +38%, ისრაელი +36% და სხვა.

2018 წლის იანვარი-სექტემბრის თვის მონაცემებით, საქართველოში 6,788,377 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.2%-ია.

საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 5,647,109 შეადგინა, ზრდა+12.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,772,102 შეადგინა, რაც 568,398-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+22.9%), აზერბაიჯანიდან (+10.9%), სომხეთი (+0.1%) და თურქეთიდან (+17.2%) განხორციელდა.

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდა არის შემდეგი ქვეყნებიდან: ესტონეთი +95%, ნიდერლანდები +59%, რუმინეთი +58%, გერმანია +52%,ბელგია +50%, ჩეხეთი +47%, ესპანეთი +47%, გაერთიანებული სამეფო +43%და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +134%,ჩინეთი +90%, ბელარუსი +46%, ქუვეითი 36% და ისრაელი +35%.

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-აგვისტოს მდგომარეობით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2,233 მილიონ დოლარს (ზრდა +22.2%), რაც 405 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წლის I-II კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1,361 მილიონ დოლარს (ზრდა +28.9%), რაც 305 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7 მილიარდ (2,704,339,872) დოლარს (ზრდა +28.1%), რაც 594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-II კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +17.6%-ია. 2017 წლის ჯამური მონაცემებით, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%-ია.

Comments
Loading...