- Advertisement -

სექტემბერში სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი/ლარის ვაჭრობის ბრუნვამ 117.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

8

სექტემბრის თვეში სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ (ეროვნული ბანკის ინტერვენციების გარეშე) 117.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25.8 მილიონი აშშ დოლარით (18 პროცენტით) ნაკლებია წინა თვის ბრუნვაზე და 64 პროცენტით მეტია წინა წლის სექტემბრის მონაცემზე.

იმავდროულად, ბაზრის მონაწილეებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა 11 პროცენტით შემცირდა, წლიურად კი 96 პროცენტით გაიზარდა. თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 3 სავალუტო აუქციონი ჩაატარა და ჯამში 25 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.

სექტემბერში სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია ოდნავ შემცირდა: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 58 პროცენტი (2 პროცენტული პუნქტით ნაკლები წინა თვესთან შედარებით) ქვეყანაში მოქმედი 16 ბანკიდან და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 5 ყველაზე აქტიურ ორგანიზაციაზე მოდის. დადებული გარიგებების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე აქტიურ 5 ორგანიზაციას ბაზრის 57 პროცენტი უჭირავს.

ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი არ შეცვლილა და კვლავ 9 პროცენტი შეადგინა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და სავალუტო ბაზრის კონკურენტულობაზე მიუთითებს.

Comments
Loading...