- Advertisement -

სებ-ი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

16

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე ბრძანება გამოსცა.

ბრძანებით, ბანკის კორპორაციულ მართვაზე პასუხისმგებელია სამეთვალყურეო საბჭო.

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს  ბანკის საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობას.  სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ ერთი მესამედი, მაგრამ არანაკლებ 2 (ორი) წევრისა, უნდა წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ წევრებს.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს უწესებს გენდერულ კვოტას, სამეთვალყურეო საბჭოს მინიმუმ 20% (არანაკლებ 1 წევრი) უნდა შედგებოდეს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისგან. კომერციულმა ბანკებმა კი ეს მოთხოვნა 2019 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეასრულონ.

Comments
Loading...