- Advertisement -

სებ-ი კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების შეახებ პროექტს აქვეყნებს

5

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე პროექტს აქვეყნებს.

ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს პროექტს კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე.

პროექტის ძირითადი მიზანია კომერციული ბანკების სავალდებულო აუდიტის პროცესისა და აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებების ხარისხისა და გამჭვირვალობის დონის ამაღლება ევროდირექტივების/ევრორეგულაციებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, რაც ხელს შეუწყობს საბანკო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება კომერციული ბანკებისა და სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმების ვალდებულებები, კომერციული ბანკების აუდიტორული ფირმების შერჩევის მინიმალური მოთხოვნები და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებებში გასამჟღავნებელი ინფორმაციის წესები.

დაინტერესებული პირებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: auditdecree@nbg.gov.ge.

Comments
Loading...