- Advertisement -

სბერბანკმა იაპონური საგადამხდელო სისტემა JCB-ის ბარათების მომსახურება დაიწყო

7

სბერბანკმა თავის ქსელში საერთაშორისო საგადამხდელო სისტემა JCB-ის პლასტიკური ბარათების მომსახურება დაიწყო. ამის შესახებ საკრედიტო ორგანიზაცია თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას.

კლიენტებისთვის, რომლებმაც შეთანხმება გააფორმეს სბერბანკთან, JCB-ის პლასტიკური ბარათებით მომსახურების ფუნქცია ავტომატურად გაუაქტიურდებათ. ძველი კლიენტები კი ამ სისტემაში ეტაპობრივად ჩაებმებიან.

სბერბანკის ერთ-ერთი დივიზიონის დირექტორი სვეტლანა კირსანოვა აცხადებს, რომ ეს ბანკის კიდევ ერთი ახალი სტრატეგიული პრიორიტეტია. მისი თქმით, ბანკის აღნიშნულ სისტემასთან დაკავშირება მიმართულია უცხოელი სტუმრებისთვის კომფორტული პირობების შექმნისა და JCB-ის პლასტიკური ბარათების კომფორტული მოხმარებისკენ.

JCB სისტემა ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო საგადამხდელო სისტემაა. მსოფლიოში ამ ბარათით 117 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. მათი უმრავლესობა არიან იაპონიიდან, კორეიდან, ტაილანდიდან, ვიეტნამიდან და ჩინეთიდან.

Comments
Loading...