“სბერბანკი” პენსიონერებისთვის ფასდაკლებული საბანკო პროდუქციის შექმნას გეგმავს

28

"Сбербанк"-ი საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის განკუთვნილი ფასდაკლებული საბანკო პროდუქტების შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ბანკის პრეზიდენტი, ჰერმან გრეფი აცხადებს. 

"ჩვენ ფასდაკლებულ პროდუქციას ასაკში შესული მოქალაქეებისთვის შევქმნით და ამ პროდუქტებისკენ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებსაც."-აღნიშნავს ბანკის პრეზიდენტი. 

ივლისში, სახელმწიფო დუმამ საპენსიო რეფორმის კანონპროექტი მიიღო, რომელიც საპენსიო ასაკის ზრდას უკავშირდებოდა – მამაკაცებისთვის 65, ხოლო ქალებისთვის 63 წელი. 

თუმცა სექტემბერში, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტში ცვლილების შეტანა გადაწყვიტა. მაგალითად, ქალების საპენსიო ასაკი 60 წლამდე შემცირდა. ასევე, შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, მრავალშვილიან დედებს პენსიაზე გასვლა უფრო ადრე შეეძლებათ.

Comments
Loading...