სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 60 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

18

2019 წლის 9 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 93 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.690 პროცენტით, მაქსიმალური 6.710 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.699 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 6.750 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Comments
Loading...