სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 60 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

10

2019 წლის 11 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 138 230 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.600 პროცენტით, მაქსიმალური 6.710 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.684 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Comments
Loading...