სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

14

2020 წლის 14 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 102 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.150 პროცენტით, მაქსიმალური 9.600 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.392 პროცენტით განისაზღვრა.

Comments
Loading...